4 ოქტომბერს, ვისაც ცდუნება ექნება და დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც მიზნად დაისახავს არეულობის შემოტანას, მის წინააღმდეგ შესაბამისი რეაგირება იქნება.
„4 ოქტომბერს, ვისაც ცდუნება ექნება და დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. ყველას ვაფრთხილებთ, რომ თავიანთი პოზიციები კანონის ფარგლებში დააფიქსირონ. ვინც მიზნად დაისახავენ არეულობის შემოტანას და დეკემბრის მოვლენების დაბრუნებას, მათ მიმართ რეაგირება იქნება და ის საშუალებები გატარდება, რაც საქართველოში შედარებით უფრო რბილია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში“, – აღნიშნა გორდულაძემ.