საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან - მეორემდე! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას.
სააკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ასევე, აღნიშნავს: „სამაგიეროდ ახლა ქართულად გამოვდივართ და თავს არ ვუყადრებთ საერთაშორისო ენებს“.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს სიტყვით გუშინ მიმართა.