კაიროში ტელეარხ "ალ-ჯაზირას" ოფისი დაარბიეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეარხის ჟურნალისტები ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირებისგან შემდგარმა ადამიანთა ჯგუფმა ოფისის შტურმი დაიწყო.
კაიროს ცენტრალურ მოედანზე ტახირზე ოპოზიციონერები იკრიბებიან - მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მათ შეუერთდა არაბეთის სახელმწიფოების ლიგის მეთაური ამირ მუსა, რომელმაც ადრე უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.