უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ზწელენსკი Telegram-ზე წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა „მხარს დაუჭერს სირიელ ხალხს სტაბილურობის გზაზე“.
„ჩვენი მოლაპარაკებების დროს, მე და სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ასევე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული სფეროები, ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე იქნება დაფუძნებული“, - აცხადებს ზელენსკი.
რომ უკრაინა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის წლის დასაწყისიდან ემზადებოდა.