აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ უკიდურესად მოუთმენელი ხდება. თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, ეს მისთვის ძალიან ცუდი იქნება. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკეთა.
„რეალობა ადგილზე ისაა, რომ, პირველ რიგში, ჩვენ წარმოუდგენლად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები ჩავატარეთ როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამჟამად წარმოუდგენლად მოუთმენელია რუსების მიმართ, რადგან ხვდება, რომ ისინი საკმარისს არ სთავაზობენ ომის დასასრულებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთისთვის საზიანოა: „ომი ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, ცუდია ამერიკისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა დასძინა, რომ ტრამპი ასევე ხედავს დაღუპულთა რაოდენობას - როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან.
„და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ეუბნება, რომ დროა შეწყდეს მკვლელობები. მან ეს ზელენსკის უთხრა. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს და ყველაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.
მაგრამ თუ რუსები მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, ეს მათი ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან ცუდი იქნება.
პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ეს პოზიციის შეცვლა კი არა, ადგილზე არსებული რეალობის აღიარება იყო. ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველდღიურად გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.