თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორის ძეგლი გახსნეს.
ძეგლი საზეიმოდ გახსნეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის ანცხადებით, თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ფესვებსა და ისტორიას.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის.
"სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ, ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს - დღევანდელი დღე, სწორედ, ამის გამოხატულებაა. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, პრაგმატულობის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება", - თქვა კობახიძემ.
ძეგლი ქართველი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი.