თუ ისევ გადაწყვეტენ მოქალაქეებზე ძალადობას, უნდა იცოდნენ, რომ ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაიცვას თავი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა .
ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებას არ მისცემენ მოქლაქეების დაჩაგვრის უფელბას.
“ჩვენ გვინახავს ე.წ ხელისუფლების უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე როგორ სცემენ, აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვინახავს სპეცრაზმმა როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ ლევან ხაბეიშვილი, გურამ როგავას ამბავი, იმ ახალგაზრდა ადამიანებს თავში რომ ურტყამდნენ წაქცეულს და ესეც ღმერთმა გადაარჩინა, კარგად გახსოვთ, ამიტომაც ჩემი განცხადების ძირითადი არსი არის შემდეგი და მე გავიმეორებ ამას, რომ თუ ე.წ ხელისუფლებას, რეალურად ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც საქართველოს მოქალაქეებში, რომელიც გამორჩეულია სისასტიკით საქართველოს მოქალაქეებზე და 500-მდე საქართველოს მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა, არცერთი სპეცრაზმელი და თუ მათ გადაუცდებათ ხელი, რომ მშვიდობიანად გამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, მოდიან საკუთარი შვილებით და ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა, ეს არის ძირითადი არსი ჩემი განცხადების და ვიმეორებ, 4000 გდდ-ს თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვთ განსაკუთრებით იმ რღვევის შემდეგ, რაც “ოცნებაში” ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს, ვერ მოერევა თუ ის გაბედავს ხელის აწევას საქართველოს მოქალაქეებზე.
მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად სცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული, ფეხებს რომ ურტყამდნენ ეგეთი ახალგაზრდის დაცვას ცდილობდა. დავით ქაცარავა რომ გაიტაცეს და სცემეს, ეს კადრები ნანახი გაქვთ? მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გურამ როგავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ტელევიზიას, მშვიდობიანად იდგა, როდესაც გდდ-ს სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა, ამიტომ როდესაც ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლება სხვა არაფერი არ დარჩენია, ყველა აქციის დროს ეს დაგვანახა, რომ მშვიდობიანი აქციების დროს საქართველოს მოქალაქეებს არბევს, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძალიან კარგად გაიგონ ეს, თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც ყველა აქციის დროს, როგორც რეჟიმი იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი.
დღეს ინფორმაციები გამოდის ძალოვანი სტრუქტურებიდან, ინფორმაციები გვაქვს ოპოზიციის ლიდერებს, რასაც ვაჟღერებთ. ეს დღეს მოქმედი, მათ შორის, მაღალჩინოსნებიდან არის, მათ შორის იმ ძალოვნებიდან, რომლებიც დღესაც მოქმედებენ და მანდ მუშაობენ. ყველა სტრუქტურაში მათ აქვთ რღვევა, მით უმეტეს, ახლა გეკას თუ ჯეკას იმედად შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე იყო. ეს არ არის ის სპეცრაზმი, რომელიც იყო თუნდაც ხარებას დროს. ჩვენი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, რადგან იციან, რომ იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს მიადგნენ და ამზადებენ დასაჭერად, რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს შემდეგი. კუპატაძეს მოსთხოვეს, კონკრეტული რაოდენობა თუ არ იქნება გამოყვანილი, მის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ შანტაჟის ენას აამოქმედებდნენ. სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.