იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ცაგერში, მარტყოფში, შუახევში, ქობულეთში, საგარეჯოსა და საგურამოში ახალი ნოტარიუსები დაინიშნენ. ახალდანიშნულ ნოტარიუსებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე შეხვდა. ეკატერინე ნანდოშვილმა მათ ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს