საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ნარსიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს გზების გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“. მისი ერთადერთი დანაშაული დამორჩილებაზე უარის თქმაა.
ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ღალატობენ საკუთარ თავს თავისუფალი მოქალაქეების შიშით", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, ნიკა ნარსია, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან.
.