მოსკოვში მოკლული ედუარდEღურწკაიას ცხედარს თბილისში ხვალ დილით ჩამოასვენებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, თვითმფრინავი, რითაც ცხედარს გადმოასვენებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 07:00 საათზე დაეშვება.
ცხედარსა და გარდაცვლილის ნათესავებს აეროპორტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ოჯახის წევრები დახვდებიან.
"გადმოსვენების, დაკრძალვისა და ტრადიციული წესით ცხედრის გაპატიოსნების ხარჯებს მთლიანად ლტოლვილთა სამინისტრო დაფარავს", - აცხადებენ სუბელიანის უწყებაში.
23 ნოემბერს მოსკოვში მოკლული 19 წლის ედუარდ ღურწკაიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რის საფუძველზედაც პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილ სამართალდამცველს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ქართულმა მხარე მომხდარს ეთნიკურ წმენდათ და ქართველების მიმართ ანგარიშსწორებად აფასებს.