10 ივლისს, ევროპის ბიზნეს ასოციაციამ(EBA Georgia) რიგით მე-5 დაჯილოდების ცერემონიალი გამართა და ჯილდო გამარჯვებულებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გადასცა.
ევროპის ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოებს გამორჩეულ ერთ პიროვნებებასა და 3 ორგანიზაციას, რომლებიც ავლენენ გამორჩეულ ლიდერობას, ინოვაციას და ერთგულებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართ ევროპული ღირებულებების შესაბამისად.
ევროკავშირის ელჩის მონაწილეობა ცერემონიალისა და ჯილდოს მნიშვნელობას საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს, რის გამოც ბიზნესექტორისა და მედიის ყურადღება ყოველი წლის 10 ივლისს ამ მოვლენისკენაა მიმართული. ჯილოდებს შორის კი უმაღლესი არის ნომინაცია „ფინანსური ინოვაციებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ეს ჯილდო პერსონას გადაეცემა. სამი კი ორგზანიზაციას, რომლებიც იცავენ ბიზნეს ეთიკის, კანონის უზენაესობის, კორპორატიული გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ პრინციპებს.
უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა, ნათია სხვიტარიძე, რომელსაც ევროკავშირის ელჩმა სპეციალური დიპლომი გადასცა. რაც შეეხება ორგანიზაციებს, გამაჯვებულები გახდნენ: ნომინაციაში - “პსპ-ფარმა, “მდგრადი ადვოკატი” - “ბდო დეველომპენტი” და სანდო პარტნიორი - პროკრედიტბანკი.

დაჯილდოების ცერემონაილზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარ უჭერს საქართველოს განვითარებას და მუდამ მზადაა მხარი დაუჭირს ქვეყნის მასშტაბით გამოპრჩეული პერსონებისა და კომპანიების წარმოჩენას.
ნათია სხვიტარიძისა და გამაჯრვებული კომპანიებისთვის “პსპ-ფარმას, “ბდო დეველომპენტისა” პროკრედიტბანკისთვის“ ეს ერთადერთი აღიარება არაა. ნათია სხვიტარიძის ბიოგრაფია და თითოეული კომპანიის ისტორია არაერთ ჯილდოდა და გამარჯვებას მოიცავს. ნათია სხვიტარიძე ბოლო უკანაკსნელი 5 წლეულის განმავლობაში ფინანსურ სექტორიში კაშკაშა ვარსკვლავად იქცა და სრულიად ახალგაზრდა ყოველწლიურად ახერხებს საზოგადოების გაკვირვებას. ის არის ორი წიგნის ავტორი. სხვიტარიძის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, როდესაც „კოვიდ 19-„-ისგან დაღლილმა საზოგადოებამ და დაზარალებულმა ბიზნესმა მისი პირველი წიგნი - ფინანსური ანალიზის როლი საანალიზო საწარმოთა სტრატეგიულ განვითარებაში ნახა. ავტორმა, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ბრიტანეტში ჩესტერის უნივერსიტეტში მიიღო, სრულიად ახლებულად დაანახა ბიზნესს თუ რა როლი აქვს ფინანსური ანალიზს ბიზნესის განვითარებაში. ამ წიგნით მან ნამდვილად შეძლო მათი დარწმუბა და შემდეგ უკვე 2024 წელს მისივე ავტორობით გამოცემული მეორე წიგნით - ფინანსური ანალიზი მეწარმეებისთის - გადაწყვეტილებები რიცხვებზე დაყრნობით, რეალობა სრულიად შეცვალა. მისივე ავტორობით შეიქmნა ინოვაციური FAS აპლიკაცია, რომელიც იყო უპრეცენდენტო გარღვევა ტექნოლოგიური თვალსაზრისით.
ნათია სხვიტარიძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო - FAS APP -ის შემქნითვის, როგორც ციფრული გბუღალტერი, 2024 წელს ნათია სხვიტარიძეს გადაეცა „წლის ბუღალტრის“ ჯილდო. ამავე წელს მიიღო „წლის ფინანსიტისა და ბუღალტრის“ ჯილდო. ის არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მონაწილეობს მსოლფიოს სხვადასხვა ქვეყნებშ მიმდინარე ფორუმებში. წელს ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამიტზე- SelectUSA, სადაც ის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიებს, PSP იყო პირველი კომპმანია რომელმაც 2006 წელს მომსახურების სანდარტი შეიმუშავა და დანერგა მთელ ქსელში; კომპანიაში სერვისის მონიტორინგის უწყვეტი პროცესი ხორციელდება, ახალ გამოწვევებთანნ ერთად სტანდარტი და შესაბამისად მომსახურების ხარისხი, იხვეწება.
„Golden Brand-ის“ რჩეული ბრენდების დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლირად იმართება ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და კომპანია „Global Idea-სა“ და გაზეთი „Financial-ის“ ორგანიზებით, PSP ჯგუფი 2005 წლიდან ექსპერტების მიერ აღიარებულია რჩეულ ბრენდად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
2014 წლის 22 ოქტომბერს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე XV საიუბილეო ტრადიციული ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. TOP 30 კომპანიას შორის, ნომინაციაში „საქმიანობის სტაბილურობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები“ კომპანია „PSP ჯგუფმა“ და მისმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა გაიმარჯვეს.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ეროვნული ჯილდო “ოქროს პერგამენტი.

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხარებლებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურების და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. BDO-ს გლობალური ქსელი 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 111,307 თანამშრომელსა და 1,803 ოფისს. ამ დიდი გუნდის წევრია BDO საქართველოში, რომელიც ქსელის მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლებით მუდმივად ვითარდება და ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე. BDO დაარსების დღიდან ფლობს არაერთ საერტაშორისო და ეროვნულ ჯილდოს.
რაც შეეხება პროკრედიტ ბანკს, ის საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად პროკრედიტ ბანკი მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, ეკო პროდუქტები და შედეგად, პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ISO 14001 სერტიფიკატი მოიპოვა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH RATINGS-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს “BB+” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.
ავტორი: ნიკა დგებუაძე