ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 3 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტმა ნურსლთან ნაზარბაევმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
ამავე განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება დაევალა. ქვეყნის ხელისუფლება კი მოვალეა, ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი ზომები მიიღოს.
განკარგულებაში, მითითებულია, რომ ცალკეული ოლქების, ასევე, ასტანისა და ალმა-ატის გუნერნატორებმა დროულად უნდა შეადგინონ არჩევნებში მონაწილე პირთა სია, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შესაბამისი უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები