უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის სამი მძიმე შეტევითი ოპეარცია, თუმცა ის კიდევ ორ ასეთ შეტევას ამზადებს. ზელენსკიმ ამის შესახებ SkyNews-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ევროპასა და აშშ-ში განწყობა მართლაც ოდნავ იცვლება. საერთო ჯამში, მოხარული ვარ, ნამდვილად მოხარული ვარ რუსეთის ფედერაციის ყველა წინსვლა, მათი ყველა შეტევითი მისია და ასეთი [მისია] უკვე სამი იყო და [რუსეთი] კიდევ ორ რთულ შეტევით ოპერაციას გეგმავს.... მათი ბოლო სამი მისია ჩაიშალა. და, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.
პირველ რიგში: ის, რაც მე ვუთხარი ევროპელებს და თეთრ სახლს, რომ რუსები ვერ შეძლებენ ჩვენი აღმოსავლეთის აღებას და ის, რასაც ისინი გვეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ ქალაქ სუმის ოკუპაცია - ეს ყველაფერი ტყუილი და მანიპულაციაა და ჩვენ შეგვიძლია ამის დამტკიცება. და აი, ასეც მოხდა: რუსებმა სამი კამპანია წააგეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ რუსებს დიდი რაოდენობით დანაკარგი და დიდი რაოდენობით განადგურებული ტექნიკა აქვთ და ამჟამად ისინი ძალიან დაძაბულები არიან.
ამავდროულად, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიას სამხედო და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რაც იარაღის წარმოებას მოხმარდება, რის შემდეგაც უკრაინა კიდევ ორ რუსულ შეტევით კამპანიას გაუძლებს.