სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი ძალიან დასუსტებულია, დრო მის წინააღმდეგ მუშაობს და მარცხდება, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი ძალიან დასუსტებულია, დრო მის წინააღმდეგ მუშაობს და მარცხდება.
სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ როცა ვამბობ, რომ ივანიშვილის უკუთვლის წამზომი ჩართულია და მისი მარცხი არა - თუს, არამედ - როდის, საკითხია.
იმისათვის რომ სწრაფად მოხდეს ის, რაც მოსახდენია, მნიშვნელოვანია რომ ივანიშვილმა სწრაფად გაიგოს, რომ წამზომი მას აქვს ჩართული, და არა - ჩვენ!
წამზომი ივანიშვილს და არა ჩვენ!
ამიტომ არათუ არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლბას არ ვიღებ 4 ოქტომბრის აქციაზე, არამედ დიდ მავნებლობად მივიჩნევ ერთი მხრივ სასოწარკვეთილი მოქალაქეებისთვის ამ მოლოდინის "გაჩხერვას" მორფივით, მეორე მხრივ ივანიშვილისთვის იმ წარმოდგენის შექმნას, რომ 4 ოქტომბერს, პროტესტის მონაწილეთა თუნდაც ნაწილის იმედგაცრუების და "ქართველ ხალხზე" ხელის ჩაქნევის შანსი არსებობს.
რუსთაველი 4 ოქტომბერსაც უნდა გადაიკეტოს.
აქცია კარგია.
ცუდია მოქალაქეთა მოლოდინების აბუჩად აგდება.
ეს არანაირად არ ეხმარება ნდობის აღდგენას ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის.
ვიბრძვით გამარჯვებამდე და არა 0293837615 ოქტომბრამდე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.