ევროპარლამენტარი, დან ბარნა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება.
„საგანგაშო ამბავი საქართველოდან. ვგმობ ელენე ხოშტარიას, ჩვენი ALDE-ს წევრი პარტიის, “დროას” მამაცი ლიდერის დაკავებას. მისი დანაშაული? პოლიტიკური პროტესტის აქტი სტუდენტ აქტივისტთან სოლიდარობის ნიშნად. ეს არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად.
მოდით, ნათლად ვთქვათ: ელენემ დაწერა სავარაუდოდ ისედაც უკანონო საარჩევნო ბანერზე - ქმედება, რომლისთვისაც აქამდე არავის წაუყენებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს არაპროპორციული რეაგირება გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ევროკავშირის გზიდან გადახვევის საგანგაშო ნაბიჯია”, - წერს ევროპარლამენტარი.