14 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები თავს დაესხნენ.
კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ადასტურებს ლენინგრადის ოლქის ხელისუფლებაც.
რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშთან სამი დრონი ჩამოაგდეს.
მან ასევე განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო. გუბერნატორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია, მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 21 მილიონი ტონა ნავთობია.