ეგვიპტეში ოპოზიციის ლიდერები "მუბარაკის გადადგომის დღისთვის" ემზადებიან. ოპოზიციონერები ვარაუდობენ, რომ დღეს, ტაჰირის მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბება პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით.
ხოსნი მუბარაკს გადადგომისკენ არამარტო თავისი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ მსოფლიო ლიდერებიც მოუწოდებენ. მუბარაკის გადადგომის მოწოდებით გამოვიდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერები.
მაგრამ, როგორც მუბარაკი აცხადებს, მისი გადადგომის შემთხვევაში ქვეყანა სრულ ქაოსში მოექცევა.
"დიდი სურვილი მაქვს პრეზიდენტის პოსტი დავტოვო, მაგრამ ეს თუ გავაკეთე ქვეყანა სრულ ქაოსში მოექცევა. პოლიტიკური ვაკუუმით ისარგებლებს "მუსულმანური საძმო" და მთავრობაში მოსვლას შეეცდება", - განაცხადა მუბარაკმა ანტი-სახელისუფლებო აქციების დაწყების შემდეგ მის პირველ ინტერვიუში "ეიბისი ნიუსთან".
საპრეტოსტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი მარშს გეგმავენ პრეზიდენტის სასახლისკენ.
დემონსტრანტები აღშფოთებულები არიან მუბარაკის მხარდამჭერების მიერ მათზე განხორციელებული თავდასხმის გამო. მუბარაკის მხარდამჭერებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
ეგვიპტის ვიცეპრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ გაითვალისწინონ მუბარაკის დაპირება, რომლის მიხედვითაც მოქმედი პრეზიდენტი შემოდგომას გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
თეთრი სახლი მუშაობს გეგმაზე, Yთუ როგორ შეიძლება ქვეყანაში მთავრობის დემოკრატიული გზით შეცვლა და შეტაკებების აღკვეთა. თეთრი სახლის წარმომადგენლები აღნიშნული საკითხებზე მოლაპარაკებებს სულეიმანთან ახორციელებენ.