კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს, არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი თავდაცვის ექსმინიტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტს.
ცისკარიშვილი “ქართული ოცნების“ რეჟიმის ქმედებებს რუსული ტიპის მმართველობას უწოდებს და ამბობს, რომ “ახალმოსული კლანი წინას იმის გამო ასამართლებს და ციხეებში სვამს, რომ თვითონ გაიმყაროს იმიჯი“.
"ეს რეჟიმი რასაც აკეთებს, ეს არის კლასიკური, სუფთა რუსული ტიპის მმართველობა, როდესაც ახალმოსული კლანი წინას ასამართლებს, ციხეებში სვამს იმისთვის, რომ თვითონ გაიმყაროს, თავის ამომრჩევლის სეგმენტში სამართლიანობის და კეთილშობილების იმიჯი. ამ შემთხვევაში კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს, არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას სამართლებრივი და პოლიტიკური და ამით გაიმყაროს საკუთარი ლეგიტიმურობა, - განაცხადა ცისკარიშვილმა.