ბარაკ ობამამ ჯენიფერ ლოპესი და მისი მეუღლე მარკ ენტონი ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის შუპერ Bოწლ-ის ფინალზე თეთრ სახლში მიიწვია.
შუპერ Bოწლ-ი აშშ-ის "ამერიკის წლის ფეხბურთის" მთავარი მატჩია, რომელიც 6 თებერვალს შედგება.
ლოპესსა და მის მეუღლესთან ერთად, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში, ასევე, ქვეყნის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და კონგრესმენები მიიწვია. სულ თეთრ სახლში 100 ადამიანია მიწვეული.
ობამას თქმით, მატჩს იგი პირადად დაეწრებოდა, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებდა მისი მშობლიური ჩიკაგოს ჯგუფი, ჩჰიცაგო Bეარს-ი.
უფრო ადრე ლოპესი და მარკ ენტონი თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან წვეულებაზე უკვე იმყოფებოდნენ.
2009 წლის ოქტომბერში ისინი ლათინოამერიკული მუსიკის კონცერტზე თეთრ სახლში იყვნენ მიწვეულნი.
მასალის გამოყენების პირობები