„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.
შესაბამის კადრებს „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია "ფორმულას" ეზოში მოხდა.
"მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოები, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არ შეგეშინდეთ. ძალა არის ქართველ ხალხში. არ შეგეშინდეთ არაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა.
ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე 1 ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება - თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, შეგიძლია დაამარცხოთ ეს რეჟიმი", - თქვა მან დაკავებისას.