ორშაბათს, 8 სექტემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოუცხადა რუსეთს 7 სექტემბერს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
7 სექტემბერს რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში კუნძულ ვაინდლოოს ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შევიდა.
ვერტმფრენს ფრენის გეგმა არ ჰქონდა და მისი ტრანსპონდერი გამორთული იყო.
ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში დარჩა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა და ოფიციალური ნოტა წარედგინა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ეს კიდევ ერთი სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს წელს უკვე მესამე დარღვევა იყო.