რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი გადასცა. კირილმა ორდენი ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და სულიერი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისთვის მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიალი კრემლის ალექსანდროვსკის დარბაზში საეპისკოპოსო საკათედრო ტაძრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შედგა.
"ეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ გაცემული ახალი და ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი ორდენია. ალექსანდრე ნეველს, როგორც მხედართმთავარსა და მორწმუნეს პატივს მიაგებს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც", _ ასეთნაირად მიმართა დიმიტრი მედვედევმა პატრიარქ კირილს.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ნეველის სიტყვები _ "ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია", _ რუსი ხალხის დევიზად იქცა.
"თქვენ პასტორალურ მოვალეობას ჭეშმარიტებით ასრულებთ. ეს უზარმაზარ ძალას, კოლოსალურ დაძაბულობას მოითხოვს", _ განაცხადა მედვედევმა.
თავის მხრივ, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან ალექსანდრე ნეველს თავის სულიერ მფარველად მიიჩნევდა.