უსაფრთხოების დარგში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, 24-27 ნოემბერს თბილისში ჩატარდა სწავლება ტექნიკური და მეცნიერული პოლიციის სფეროში - "კრიმინალისტები".
საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა დახმარებით, სწავლება განხორციელებული იქნა საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კომისარის, კრისტიან ბარტის მიერ.
პრაქტიკული და თეორიული სწავლება ჩაუტარდა თბილისისა და რეგიონების ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის დეპარტამენტის 20 ქართველ პოლიციელს.
სწავლება შეეხებოდა დანაშაულის ადგილის დადგენას და კრიმინალისტების როლს, კვალისა და მინიშნებების დაცვას, კვალისა და მინიშნებების მდგომარებობის დადგენისა და კონსერვაციის ტექნიკურ შესაძლებლობებს.
აქცია ჩატარდა თბილისის პოლიციის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.