საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“ყველა ძალიან გახარებულია. კალათბურთელებსაც მინდა მივულოცო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.