სოციალური მედიის მომხმარებლების ცნობით, ხუთშაბათს დილით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, Google-ის სერვისები ხელმიუწვდომელია.
გათიშულია Youtube, Gmail და სხვა სერვისები.
ტექნოლოგიურ გიგანტს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება სერვისების გათიშვის შესახებ.
Google-ის სერვისების გათიშვის შესახებ იუწყებიან საქართველოში, თურქეთში, ხორვატიაში, საბერძნეთში, სერბეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.