თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან სასტუმრო "საქართველოში" კახა კალაძის შტაბი იხსნება.
შეკრებილები სკანდირებენ: “მონებო, მონებო! რუსებო!”.
აქციის მონაწილეების მხრიდან კახა კალაძის მისამართით ისმის შეძახილები: “კალაძე მონა!”.
სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან განლაგებული, რომლებიც მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავენ.