სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა ნიკა კაციამ პირველი კომენტარი გააკეთა.
ნიკა კაციას თქმით, მოსამართლის განაჩენი სამართლიანი არ არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონოდ იყო დაკავებული.
„ვერ ვიტყვი , რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.
ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.
ფოტო: პუბლიკა