ყველაზე მაღალი სასჯელი ანტიპუტინისტმა რუსმა მიიღო ჯერჯერობით, - ამის შესახებ პარტია :ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი ეხმიანება ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინისთვის განაჩენის გამოტანას.
"ყველაზე მაღალი სასჯელი ანტიპუტინისტმა რუსმა მიიღო ჯერჯერობით.
ესეც ძალიან რუსულია - ანტიპუტინისტი რუსი მეტად ისჯება, ციმბირში პროტესტი და მერე დასხლტომა უფრო მაღალი ფასი ჯდება.
საქართველოს დამოუკიდებლობას რუსული რეჟიმის ცვლილების გარეშე, ვერ დავიბრუნებთ.
ეს განაჩენიც, და მაგალითად - თავდაცვის ხარჯებიც, სუვერენიტეტის დაკარგვის ნიშნებია.
P.S. თქვენი აზრით, ანტონ ჩეჩინი არ იმსახურებს ევროპაში უვიზოდ სიარულს?
ხო იმსახურებს? ამაშია საქმე!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისათვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.