ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი ეგვიპტეში შექმნილ სიტუაციათან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ "France-Presse" ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, ესპანეთის მთავრობის მეთაური ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო და ბრიტანელი პრემიერი დევიდ კემერონი ეგვიპტეში დაუყოვნებლივი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოდიან, რომლებმაც უნდა გააჩერონ ძალადობა.
პოლიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში ისეთი მთავრობის შექმნას, რომლებსაც მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა ექნებოდა, თუმცა პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომა მათ არ მოუთხოვიათ. მსგავსი განცხადება უკვე გაკეთებული აქვს აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას.