გაერომ ეგვიპტიდან საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო.
ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლის როლანდო გომესის განცხადებით, ქვეყნიდან უკვე 350-მდე თანამშრომლის გაყვანა მოხდა. პირველი ჩარტერული რეისი ლარნაკას აეროპორტში რამდენიმე საათში დაჯდება.
"ეგვიპტეში შექმნილი მდგომარეობის გამო ჩვენი თანამშრომლები დროებით კვიპროსში გადავიყვანეთ", - აცხადებს გომესი "ასოშეიტედ პრესთან" საუბარში.
მისივე თქმით, გაეროს თანამშრობლები კვიპროსში სასტუმროებში დაბინავდებიან.
"სასტუმროები მზად არიან ჩვენი ორგანიზაციის 600 წარმომადგენლის მისაღებად", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპრიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია რამდენიმე სახელმწიფომაც დაიწყო, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ.