კაიროს ცენტრალურ ნაწილში, ეგვიპტის არმია, პრეზიდენტ მუბარაკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბუფერულს ზონას შექმნის. ამის შესახებ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა "როიტერთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მუბარაკის მოწინააღმდეგებსა და მომხრეებს შორის მომდევნო შესაძლო შეტაკებების აღკვეთას.
შაფიკის განცხადებით, ეგვიპტის არმია არ გამოიყენებს ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც შაფიკი "როიტერთან" საუბრისას აცხადებს, ეგვიპტის მთავრობა უმკაცრეს ზომებს მიიღებს თავდასხმელების წინააღმდეგ, რომლებმაც 5 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს.
შაფიკი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული ფაქტის უკან ეგვიპტის მთავრობის ყოფნას.
შაფიკმა ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მუჰამედ ელ ბარადეიმ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა,
კაიროს ქუჩებში სიტუაცია ისევ იძაბება. როგორც NBჩ აცხადებს, დემონსტრანტები ტაჰირის მოედანზე ხმლებით, ხელკეტებით და რკინის ბარებით აღჭურვილები მოძრაობენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ანტი-სახელისუფლებო აქციის მიმდინარეობისას, მუბარაკის მომხრეები თავს დაესხნენ მათ ოპონენტ დემონსტრანტებს და ხელკეტები დაუშინეს. შემდეგ კი, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ერთ-ერთმა თავდასხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.