აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სამომავლო შეთანხმებით ძირითადი ფინანსური ვალდებულებები უნდა აიღონ.
ვენსმა განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ხარჯების „ლომის წილის“ გაღება მოუწევთ.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. პრეზიდენტი ნამდვილად ელის, რომ ევროპა ამ საკითხში ინიციატივას აიღებს“, - თქვა მან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ეს ევროპის კონტინენტია და ევროპული უსაფრთხოებაა. „პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გააქტიურდნენ“, - დასძინა მან.