ნიუ იორკის საქალაქო საბჭომ მიიღო პროექტი, რომლის მიხედვითაც ფართოვდება საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის არეალი.
აღნიშნულის საფუძველზე მოწევა იკრძალება პარკებში, მათ შორის ტაიმსკვერზე და პლაჟებზე.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქალაქო საბჭოს 36-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 12-მა.
აღნიშნული ნორმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს ნიუ იორკის მერი მაიკლდ ბლუმბერგი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში მოწვეა 2002 წელს აიკრძალა.