ჩინეთის მთავრობამ, ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინტერნეტში ჩინური სოციალური მედიის ვებ გვერდებზე, სიტყვა "ეგვიპტეს" შეყვანა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჩინურ ვებ გვერდ Sina.com -ზე საძიებო ფუნქციაში სიტყვა "ეგვიპტეს" შეყვანის შემდეგ ავტომატური გზავნილი მოდის, რომ ძიების შედეგების ჩვენება შეუძლებელია.
შინა.ცომ საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელის მა ტაოტაოს განცხადებით, ჩინურად სიტყვა "ეგვიპტეს" შეყვანა კომპანიის სასწრაფო შეტყობინებების ვებ გვერდ Sina.com-ს საძიებო ფუნქციაში იბლოკება.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დაბლოკვის შესახებ კომპანიას არ მიუღია და რომ კომპანია მხოლოდ "ჩინეთის შესაბამის კანონებსა და წესებს" ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა უკვე ისედაც ზღუდავს ისეთ სოციალურ ქსელებზე გასვლას, როგორიც Twitter -ი და Facebook -ი, რომელიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მაგრამ მილიონობით ჩინელი ჩინურ მიკრობლოგურ ვებ გვერდებს სასწრაფო შეტყობინებებისთვის იყენებს.
ჩინეთში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ცენზურის დაწესება შეინიშნებოდა მაშინაც, როცა აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ეგრეთწოდებული ფერადი რევოლუცია მოხდა,
მთავრობას არ სურს, რომ ხალხმა გაავლოს პარალელები ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებსა და იმას შორის, რაც შეიძლება ჩინეთში მოხდეს.
ცენზურის გამოყენებაში ჩინეთის მთავრობის შეშფოთება აისახება, რომ ეგვიპტეში მიმდინარე ხალხმრავალი ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩინეთში არეულობას გამოიწვევს.