მთვარის კალენდრით მიხედვით, ახალი წლის საზეიმო აღნიშვნისას ჩინეთის ქალაქ შენიანის პროვინცია ლაონინში სასტუმრო კომპლექსის ორი შენობა დაიწვა.
როგორც იტყობინებიან, სტუმრებმა ზეიმის საპატივსაცემოდ ჩინური ფოიერვერკი გაუშვეს, რაც სერიოზული ხანძრის მიზეზი გახდა.
სასტუმროს 50 სტუმარი მაშინვე ევაკუირებულ იქნა. ორი სართული დაიწვა, თუმცა მსხვერპლი არ არის. მეხანძრეები ხანძარს ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის აღნიშვნა ჩინეთში ყოველთვის ხანძრებით სრულდება.
ერთ-ერთი ძლიერი ხანძარი 2009 წელს მოხდა, როცა ცენტრალური ჩინური ტელევიზიის ცათამბჯენის შენობა მთლიანად დაიწვა. იმ დროს ზარალმა 24 მილიონ დოლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, ჩინეთში 2-დან 3 თებერვლის ღამეს მთვარის კალენდრით, ახალი წელი და, იმავდროულად, გაზაფხულის დადგომა აღინიშნება. დღესასწაული "ჩუნზცედ" იწოდება, რაც გაზაფხულის ზეიმს ნიშნავს. ამ დროს მთელ ჩინეთში 2-დან 8 თებერვლის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება. თუმცა თავად ახალი წლის აღნიშვნა 15 დღე გრძელდება და 17 თებერვალს ფანრების ზეიმით სრულდება.
ჩინელებისთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. ამიტომ ყველა ცდილობს მშობლიურ სახლში დაბრუნებას, სადაც მრგვალი მაგიდის გარშემო აღნიშნავენ დღესასწაულს.