ტუნისისა და ეგვიპტის შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქციები იემენშიც იწყება. იემენის დედაქალაქ სანაში, სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასობით დემონსტრანტია შეკრებილი, რომლებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომას მოითხოვენ.
ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების პარალელურად, სანას ქუჩებში პრეზიდენტის მხარდამჭერებიც არიან გამოსულები.
როგორც ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად აუცილებელია დაკავებული პოსტი ალი აბდულა სალემ დატოვოს.
ალი აბდულა სალემ, გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ ის არ აპირებს მომდევნო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა როგორც ჩNN იუწყება, ამ განცხადების მიუხედავათ, სანაში საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობა იმატებს, ხოლო ოპოზიციის ლიდერების აქციების გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ სალე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
სალეს საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება. სალე იემენს 1978 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს.