ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა და ახლა პრეზიდენტ მუბარაქს ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელებისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ეგვიპტეში ცვლილებების დრო დადგა და ეგვოპტელ კოლეგას მოუწოდებს, დაანახოს მსოფლიოს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება შეუძლია.
"ჩვენ ვგმობთ მასობრივი ძალადობის აქტებს, რომლებსაც ეგვიპტის დედაქალაქში ჰქონდა ადგილი. ჩვენ არ ვიცით ვინ დგას პროვოკაციების უკან, მაგრამ თუ ძალადობა ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული, ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეგვიპტეში ცვლილებების დრო დადგა. აუცილებელია ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ამ პროცესში ოპოზიცია სრული სპექტრით უნდა იყოს წარმოდგენილი. პრეზიდენტ მუბარაკს კარგი შანსი ეძლევა მსოფლიოს დაანახოს, რომ ხელისიფლების მშვიდობიანად გადაბარება სურს, მაგრამ ცვილებები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიფსმა წუხელ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ქაიოროში მუბარაქის მომხრეებსა და დემონსტრანტებს შორის მომხარი დაპირისპირების გამო, სანანგებოდ დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ წუხელვე ანალოგიური განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ. მისი განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენს ღამით რამდეჯერმე დაუკავშირდა და მასობრივი არეულობის ორგანიზატორთა დასჯა მოითხოვა.
"პრეზიდნეტი მუბარაქი ხალხს ცვლილებებს დაპირდა, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა გააჭიანუროს", - განაცხადა ქროულიმ.