ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დედაქალაქ კაიროში, ხოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღდეგეების შეტაკებების დროს 5 დემონსტრანტი დაიღუპა.
როგორც BBჩ იუწყება, ხუთივე მათგანი პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგე იყო. გუშინდელი შეტაკებების დროს დაჭრილია ასობით ადამიანი.
გუშინ კაიროს ცენტრალურ მოედანზე, ერთმანეთს პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. მუბარაკის მომხრეებმა მათ მოწინააღმდეგეებზე თავდასხმა განახორციელეს და ხელკეტები დაუშინეს.
აშშ-ის მთავრობა ყველა ამერიკელს მოუწოდებს, რომ ეგვიპტე სასწრაფოდ დატოვონ.
ასიათასობით დემონსტრანტი პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის სასწრაფო გადადგომას მოითხოვს. მუბარაკმა კი განაცხადა, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას სექტემბრამდე არ აპირებს. სექტემბერში ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მუბარაკი არ აპირებს.
როგორც გაერო იუწყება, ეგვიპტეში 25 იანვრის შემდეგ შეტაკებებს 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები