საფრანგეთის ახალი ამბების არხის_ France 24-ის სამი თანამშრომელი ეგვიპტეში საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები "დაზვერვითი სამსახურის" თანამშრომლებს ჰყავთ აყვანილი.
უკვე გახმიანდა, რომ France 24-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არეულობისას მცირეოდენი ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, უფრო ადრე, 1 თებერვალს რუსული ტელეარხის "ზვეზდას" თანამშრომლებიც დააკავეს. ჟურნალისტებმა საკუთარ სამსახურთან დაკავშირება მხოლოდ მეორე დღეს მოახერხეს.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ჟურნალისტების მიმართ ეგვიპტეში განხორციელებულ ძალადობას შოკისმომგვრელი უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეთა შორის შეტაკებების დროს ეგვიპტეში ჩასული სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგებლებზე არაერთგზისი თავდასხმა განხორციელდა.