რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 97 უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს. უკრაინელებმა ორი მესამედი გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
ოკუპანტებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ვორონეჟისა და ბრიანსკის ოლქებიდან, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქების - კურსკის, ორიოლის, ბრიანსკის, პრიმორსკი-ახტარსკის და შატალოვოს მიმართულებებიდან გაუშვეს.
დრონებმა შეუტიეს ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიჰივის ოლქების ფრონტის ხაზს, ხოლო რაკეტებით დაიბომბა ხარკივისა და ჩერნიჰივის ოლქები.