თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო - ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება” - თქვა განაჩენის გამოცხადებემდე მოსამართლემ.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.