აშშ-მ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა.
ხელშეკრულება 5 თებერვალს მას შემდეგ შევა ძალაში, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რატიფიცირების სიგელებს გაცვლიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს და კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომ შეასრულებს კანონმდებლების ყველა მოთხოვნას, რომელიც ასახულია რატიფიცირების რეზოლუციაში.
დემოკრატებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ რეზოლუციის ნეიტრალური ხასიათი, თუმცა, დოკუმენტში ორი შესწორება შეიტანეს.
სენატორებმა ადმინისტრაციისგან მოითხოვეს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების მოდერნიზაციას და გაიმართოს მოლაპარაკებები რუსეთთან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების მხრივ არსებული დისპარიტეტის აღმოსაფხვრელად.
საბოლოოდ რეზოლუციაში აშშ-ის ადმინისტრაციას ევალება ოფიციალურად განაცხადოს, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირება აშშ-ს მხარეს არ ავალდებულებს რაიმე სახის შეზღუდვებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში.
ასევე, აშშ ავტომატურ რეჟიმში არ მიაწოდებს რუსეთს აბსოლუტურად ყველა ტელემეტრულ ინფორმაციას, რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით.