დიდთოვლობის გამო აშშ-ში 13 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
თოვლის სიმაღლემ დიდ რეგიონებში 60 სანტიმეტრს მიაღწია.
ეროვნული მეტეოსამსახურის ინფორმაციით, ციკლონი, რომელიც აშშ-ს დაატყდა თავს, ქვეყანაში გადაადგილებას, ფაქტობრივად, მინიმუმადე ზღუდავს.
შესაბამისად, მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
მათივე ინფორმაციით, უამინდობა აშშ-ში კიდევ სამი დღე გაგრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგონებში 12 ადამიანია დაღუპული.