უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პარასკევს ალასკაში გამართული შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა იქნება.
„ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის ცენტრალური თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა.
„მან შემომთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ კონტაქრი გვექნება და განვიხილავთ ყველა შედეგს, თუკი ასეთი იქნება, და განვსაზღვრავთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ნაბიჯებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.