უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების შესახებ პარტნიორებთან კონსულტაციებისას კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთზე მშვიდობის მისაღწევად ზეწოლის აუცილებლობა.
ზელენსკის თქმით, ამ დღეებში მან პარტნიორებთან 30-ზე მეტი საუბარი და კონსულტაცია გამართა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს „ომის დასრულების შესახებ საერთო პოზიცია“.
„ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. რუსეთის მხრიდან მოტყუების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უკრაინის, ჩვენი პარტნიორების გამოცდილება უნდა ვისწავლოთ.
ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან.
ჩვენმა კოორდინირებულმა ძალისხმევამ და ერთობლივმა ნაბიჯებმა - უკრაინა, შეერთებული შტატები, ევროპა, ყველა ქვეყანა, რომელსაც მშვიდობა სურს - ნამდვილად შეუძლია რუსეთს მშვიდობა აიძულოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“ - განაცხადა ზელენსკიმ.