სამშაბათს, 12 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების ძალევის შორი მოქმედების დრონებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს თათრეთის რესპუბლიკის ლოჯისტიკურ ცენტრზე, სადაც ინახება «შაჰედის“ ტიპის დრონები და სამხედრო კომპონენტები. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
საცავი თათრეთის რესპუბლიკის, ყზილ-იულის დასახლებაში, უკრაინიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გადაღებული ვიდეოები ადასტურებს იმ კვანძის დაზიანებას, რომლის ტერიტორიაზეც ხანძარი გაჩნდა.
„უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს სპეციალური ოპერაციების სერიას რუსეთის ფედერაციის ზურგში მტრის სამიზნეების განადგურების მიზნით. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამ ობიექტზე განმეორებითი თავდასხმა მიზნად ისახავს მტრის მიერ უკრაინაში „შაჰედების“ ტერორიზმის განხორციელების შესაძლებლობების შემცირებას. ოპერაციები იმ საწარმოებში, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას იარაღით ამარაგებენ, მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების ძალების შორი მოქმედების დრონებმა აღნიშნულ სამხედრო ობიექტს 9 აგვისტოსაც შეუტიეს.