კაიროში ტაჰირის მოედანზე მიმდინარე მოვლენებში ეგვიპტის არმიის ქვეითი დანაყოფები ჩაერევიან.
მუბარაქის მომხრეები აქციის მონაწილეებს ტაჰირის მოედანზე ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებულები რამდენიმე საათის წინ დაუპირისპირდნენ.
ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის მომხრეებმა დემონსტრანტების ბარიკადები აიღეს და მათი საპროტესტო პლაკატები გაანადგურეს.
მოწინააღმდეგეები ჩხუბში ბასრ საგნებსაც იყენებდნენ.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, მუბარაქის მომხრეები რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენენ და ისინი ქაიროს ქუჩებში, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. დაპირისპირებაში პოლიცია და არმია არ ჩარეულა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში უკვე რამდენიმე კვირაა ასიათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის სასწრაფო გადაყენებას მოითხოვენ.