უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრული სამართლიანი და ევროპელი ერების უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა უკრაინასთან, ჩვენს ხალხთანაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინტერესებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის ერთობლივ განცხადებას უკრაინისთვის მშვიდობის შესახებ.
გუშინ დიდ ბრიტანეთში ევროპელი ლიდერების, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.