სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა აშშ-ის გარანტიით, მაგრამ საქართველო ამ პროცესს მიღმაა – ქვეყანა აღარ ასრულებს იმ წამყვან როლს, რაც ადრე ჰქონდა და საქართველო ვერ იქნება ამ მოლაპარაკების ნაწილი, სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, - “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყო ახალი ეპოქა. ნამდვილად მინდა მივულოცო ჩვენს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს, გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომლის გარანტორი არის აშშ. ეს არის ნამდვილად დიდი მიღწევა ჩვენი მეზობლებისთვის, მაგრამ ამ დროს ისმის შეკითხვა სად რის საქართველო? სად არის საქართველო, რომელიც რეგიონში იყო ლიდერი? სად არის საქართველო, რომელმაც ამ წუთის მდგომარეობით ვერ მიიღო ვერანაირი მშვიდობის გარანტიები? როდესაც ჩვენ გვესმის და ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არსებობს საფრთხეები უსაფრთხოების თვალსაზრისით, ზუსტად ამის დაზღვევა მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ჩვენ ამ შეხვედრაზე არ ვიყავით წარმოდგენილი და საქართველო კარგავს იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც ჯერ წინა ხელისუფლების პერიოდამდე შეიძინა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკვე განსაკუთრებითი ფუნქცია ჰქონდა და ევროპული ინტეგრაციით, დემოკრატიის მშენებლობით, ამ მნიშვნელოვან ფუნქციათა პაკეტის შეძენით იყო წამყვანი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, დღეს კი საქართველო ამ მოვლენებს მიღმა დარჩა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ სომხეთსა და აზერბაიჯანს გაფორმებულ შეთანხმებას, გვიხარია რომ კავკასიაში ისევ აქტიურად იქნება აშშ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვსვამთ შეკითხვას სად არის საქართველო და საქართველო იქამდე არ იქნება ამ მოლაპარაკების ნაწილი, სანამ ივანიშვილი მართავს დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ