ინტერნეტსაიტ "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი, რომელიც ცნობილი აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მასალების გამოქვეყნებით გახდა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
"ვიკილიქსის" დამფუძნებელი პრემიის ლაურეატად ნორვეგიის პარლამენტის წევრმა სნორე ვალენმა დაასახელა.
მისი შეფასებით, "ვიკილიქსმა" სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მოპოვებისთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2011 წლის ლაურეატის ვინაობა ოქტომბერში გამოქვეყნდება.